მარინა, მოგესალმებით. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობის მიმდინარეობაზე, ნაყოფის განვითარებაზე, მის ინტელექტზე. თირეოტროპული ჰორმონი  (TSH) არის

ჰიპოფიზის ჰორმონი, რომელიც რეაგირებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეზე. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტის დროს თირეოტროპული ჰორმონის კონცენტრაცია იზრდება. ორსულობის დროს მომატებული TSH საჭიროებს მკურნალობას ენდოკრინოლოგთან და ადექვატური დოზით თიროქსინის პრეპარატის მიღება არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს არც ნაყოფის განვითარებაზე, არც დედის ორგანიზმზე,  პრეპარატის არ მიღებამ კი შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე.

 

: